LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესი დაშავდა: ამბობენ, სამი კვირა არ იქნებაო

38

”ბარსელონას” ფორვარდმა ლიონელ მესიმ მადრიდის ”ატლეტიკოსთან” შეხვედრაში ტრავმა მიიღო.
”რეალს” შანსი გაუჩნდა ”ბარსას” დაუსხლტეს.

არგენტინელი საზარდულმა შეაწუხა და მოედანი 56-ე წუთზე დატოვა. დაზიანების სიმძიმე ჯერ არ არის ცნობილი. ლეო არდა თურანმა შეცვალა.

მესის გასვლიდან რამდენიმე წუთში მადრიდელებმა ანგარიში გაათანაბრეს (თამაში 1:1 მორჩა).

როგორც ამბობენ, ლეოს სამი კვირა გაუცდება.

წლევანდელ პრიმერაში მესიმ 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მისცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები