ლა ლიგის პირველ წრეში ლიონელ მესისა და ლუის სუარესის დუეტმა ჯამში 31-ჯერ აიღო მეტოქის კარი.მესის ანგარიშზე პირველ წრეში გატანილი 17,ხოლო სუარესის ანგარიშზე 14 გოლია.
აღსანიშნავია,რომ ლა ლიგის ვერცერთმა გუნდმა პირველ წრეში უკეთესი შედეგის ჩვენება ვერ შეძლო. ამ დროის განმავლობაში მესი-სუარესის წყვილის მსგავსად, 31-31 გოლი გაიტანეს ”სევილიამ” და ”სელტამ”. ”ლევანტემ” საერთო ჯამში 30,ხოლო მადრიდის რეალმა მხოლოდ 28 გოლი გაიტანა.
- მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე მესიმ 23 გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი გადაცემა შეასრულა (22 მატჩში)
- ლუის სუარესმა 14 გოლი 23 მატჩში გაიტანა.