LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესი და ადიდასი გრძელდება: ლეოს უფრო მეტს მისცემენ

120

ლიონელ მესიმ „ადიდასთან“ კონტრაქტი გააგრძელა.
შამათი „ნაიკს“.

არგენტინელმა სპორტული ტანსაცმლის საყვარელ მარკასთან შეთანხმება განაახლა. წინა კონტრაქტით მესი წლიურად 19 მლნ ევროს შოულობდა. ახალი კონტრაქტი კი ამ თანხის გაზრდას ითვალისწინებს.

„მოხარული ვარ, „ადიდასთან“ კიდევ მრავალი წლით თანამშრომლობის გაგრძელებით“, – დაწერა ლეომ ფეისბუქზე.

2016/17 წლების ლა ლიგის სეზონში მესიმ 18 მატჩი ითამაშა და 16 გოლი გაიტანა.

ლეოს კონტრაქტი „ბარსელონასთან“ 2018 წლამდეა და ის ჯერ არ გაუგრძელებიათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები