LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესი არსადაც არ წავა: ბარსელონას ახალი კონტრაქტი მზად აქვს

39

ლიონელ მესი „ბარსელონასთან“ კონტრაქტს შვებულების შემდეგ გაახანგრძლივებს.
კატალონიელებს სურთ არგენტინელის წასვლა გამორიცხონ.

მესის ახალი კონტრაქტი „ბარსელონას“ ხელმძღვანელთა მთავარი მიზანია. კლუბის შეფობამ ფეხბურთელთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მესის კოპა ამერიკაზე გამგზავრების წინ წამოიწყო. ლეო ახლა ისვენებს, ხოლო დაბრუნებისას „ბარსასთან“ ხელშეკრულებას 2021 წლამდე გააგრძელებს. ასე იტყობინება El Mundo Deportivo.

მოქმედი შეთანხმება 2018 წლის ივნისამდეა. გამოსასყიდი თანხა კი 250 მილიონ ევროს შეადგენს.

ადრე მედიაში იწერებოდა, რომ ჯერ კოპა ამერიკის ფინალის წაგების და შემდეგ სასამართლოს მიერ დამნაშავედ აღიარების გამო მესი დეპრესიაში ჩავარდა და ესპანეთის დატოვებაზეც დაფიქრდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები