LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესამე ტალღისკენ მივდივართ, თუ ეპიდსიტუაცია გაუარესდა, საკოორდინაციო საბჭო რეგულაციების გამკაცრებაზე იმსჯელებს: გამყრელძე

131
ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ქვეყანაში გართულებულ ეპიდსიტუაციაზე საუბრობს და ამბობს, რომ ვითარება სულ უფრო და უფრო უარესდება.

ამირან გამყრელიძე ტელეკომპანია “იმედთან” საუბრის დროს აცხადებს, რომ თუ ეპიდსიტუაცია კიდევ უფრო მეტად გაუარესდა, მაშინ საკოორდინაციო საბჭო სხვადასხვა გამკაცრებაზე იმსჯელებს.

მისივე თქმით, იმისათვის, რომ ქვეყანამ ეპიდემიის მესამე ტალღას თავი აარიდოს, უმნიშვნელოვანესია რეკომენდაციების დაცვა:

“ქვეყანაში ეპიდსიტუაცია საკმაოდ დაძაბულია, სულ უფრო და უფრო უარესდება – ახალ შემთხვევათა რაოდენობამ სერიოზულად იმატა, ბოლოს, სადღაც 08:00 საათისთვის, გვქონდა 794 ახალი შემთხვევა 25 000 ტესტის ფონზე. მივდივართ იქითკენ, რომ მესამე ტალღა იყოს ქვეყანაში და არ გვინდა ეს იყოს, ამიტომ, ყველამ უნდა დავიცვათ რეკომენდაციები, რომ როგორმე თავი ავარიდოთ მესამე ტალღას.

ყველა ის მცირე ეპიდაფეთქებების, ე.წ კლასტერების, ახლა რაც გვაქვს, ქვეყანაში დაახლოებით 10-მდე, წყარო ისევ და ისევ დიდ თავშეყრებია – ქორწილები, ქელეხები.

თუ ეპიდსიტუაცია კიდევ უფრო მეტად გაუარესდა, მაშინ საკოორდინაციო საბჭო სხვადასხვა გამკაცრებაზე იმსჯელებს.” – განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, გასული დღე-ღამის განმავლობაში, გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 897 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 196 პაციენტი, გარდაიცვალა 10 ადამიანი.

დადებითობის მაჩვენებელი 3.65 %-მდე გაიზარდა, თბილისში 463 შემთხვევა დაფიქსირდა – რა ხდება რეგიონებში, როცა ქვეყანა მესამე ტალღის დაწყების ზღვარზეა

რაც შეეხება მონაცემებს, ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინიტ აცრილების შესახებ, ქვეყანაში კოვიდვაქცინით სულ აცრილია 12 846 ადამიანი, აქედან ბოლო 24 საათში, ვაქცინა მიიღო 1 214-მა ადამიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები