LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესამე ევროთასი, ცვილებები წესებში, უარი ირანს – უეფას ბევრი სიახლე აქვს

56
Capture

სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანაში უეფას აღმასკომის სხდომა გაიმართა და ბევრი სიახლეც დაანონსდა, რომელმაც უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდერ ჩეფერინიმ ისაუბრა.

 

ბევრი გუნდი ევროპაში
უეფამ კონფედერაციის ლიგა შექმნა. მესამე ევროთასი 2021 წლიდან აიღებს სტარტს. უეფამ ოფიციალურად გამოაცხადა მნიშვნელობით მესამე საკლუბო გათამაშების შემოღების შესახებ.
ლიგა საშუალებას მისცემს ძალიან ბევრ ევროპულ კლუბს მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო არენაზე.

 

ტვინის შერყევა 10 წუთით შევცვალოთ
ფიფამ და უეფამ შესაძლოა თამაშის წესები შეცვალონ ტვინის შერყევის გამო. შესაძლოა შემოიღონ დროებითი შეცვლები. ეს საკითხი წამოიჭრება საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭოს (IFAB) სხდომაზე.
ადრე გაჩნდა ცნობა, რომ შესაძლოა შემოიღონ 10-წუთიანი შეცვლები სანამ ფეხბურთელს ტვინის შერყევაზე შეამოწმებენ.
ახალი წესი მინიმუმ მომავალ წლამდე ვერ შემოვა, რადგან IFAB-ის სხდომა 2020 წლის მარტშია დაგეგმილი.

 

არ ეთამაშოთ ვისაც ქალები არ უნდა
უეფამ რეკომენდაცია მისცა ევროპულ კლუბებს არ ითამაშონ იმ ქვეყნებში, სადაც ქალებს სტადიონზე არ უშვებენ. ეს რეკომენდაცია ყველა, ასოციაციის 55 წევრ ქვეყანაზე ვრცელდება. ჩეფერინიმ ხაზი გაუსვა, რომ რეკომენდაცია ვრცელდება ასეთი ქვეყნების გუნდებთან თამაშზე უარის თქმაზეც.
მსგავსი ზომები ირნელი სახარ ხოდაიარის ამბავმა გამოიწვია.

ირანში გოგონამ თავი დაიწვა: ის ფეხბურთზე წასვლის გამო გაასამართლეს

 

VAR ყველგან
ევროპის ლიგაზე VAR-ს ამ სეზონიდან შემოიღებენ.
უკვე გავრცელებულ სიახლეს ევროპის ლიგაზე პლეი-ოფების სტადიიდან დანერგავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები