“სავარაუდოდ, სრულად ვაქცინაციიდან 6-დან 12 თვემდე პერიოდში შესაძლოა საჭირო გახდეს მესამე დოზა, შემდეგ კი ყოველწლიური რევაქცინაცია მოხდება“,-ამის შესახებ Pfizer-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი აცხადებს.
ალბერტ ბურლა ასევე აღიშნავს, რომ “მესამე დოზა ანტისხეულების რეაქციას 10-20-ჯერ გაზრდის, ხელს შეუწყობს იმუნურ რეაქციასა და ახალი ვარიანტებისგან დაცვას“.
ამასთან, Pfizer-ის ხელმძღვანელმა დაუშვა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გავლა, შესაძლოა, ყოველწლიურად გახდეს საჭირო.
„ადამიანებს შეიძლება ყოველწლიურად დასჭირდეთ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღება. სავარაუდოდ, სრულად ვაქცინაციიდან სადღაც 6-დან 12 თვემდე პერიოდში საჭირო გახდება მესამე დოზა, შემდეგ კი ყოველწლიური რევაქცინაცია მოხდება“, – აღნიშნა Pfizer-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა.
ცნობისთვის, ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო AstraZeneca-ს პრეპარატით.
მას 30 მარტიდან Pfizer-ის ვაქცინა დაემატა.
საქართველოში პრეპარატ Pfizer-ით მეორე ვაქცინაცია 21 აპრილიდან დაიწყება.