მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, ქართული ენა შეისწავლონ. ინიციატივას მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი, საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდაჭერით განახორციელებს. ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
პროექტის ფარგლებში, პენიტენციური დაწესებულების სატელევიზიო სიხშირეზე ტელესკოლის ქართული ენის ვიდეოგაკვეთილები გავა.
სასწავლო კურსი საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტის ფარგლებში, სპეციალურად ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის მომზადდა. მასალებზე წვდომა კი, ყველა დაინტერესებულ მსჯავრდებულს ექნება.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მსჯავრდებულებს შესაძლებლობა ექნებათ, სახელმწიფო ენა შეისწავლონ.