LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მერსედესის საქმე” 12 წლის შემდეგ დასრულებულია: კომპანიის ყოფილი პარტნიორის სარჩელი არ დაკმაყოფილდა

382
Capture

შპს “აკა” მერსედეს-ბენცი საქართველოს გარშემო მიმდინარე 12-წლიანი დავა დასრულებულია. უზენაესმა სასამართლომ კომპანიის 20-პროცენტიანი წილის ყოფილი მფლობელი პარტნიორის, დავით ძოწენიძის მოთხოვნა, წილის დაბრუნებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მიუხედავად მოდავე მხარის მიერ სასამართლოზე ზეწოლის მცდელობისა, უზენაესი სასამართლო გავლენის ქვეშ არ მოექცა და სამართლიანობა აღსრულდა.

“კომპანია “აკას” პარტნიორებს შორის მიმდინარე 12-წლიანი დავა დასრულებულია. კომპანიის წინააღმდეგ მისი ყოფილი პარტნიორის, დავით ძოწენიძის მიერ უსაფუძვლოდ აღძრული სარჩელი, 20-პროცენტიანი წილის აღდგენასთან დაკავშირებით, არ დაკმაყოფილდა. ჯერ კიდევ 1996 წელს, როდესაც ამ პიროვნებამ თავისი ნებით დატოვა კომპანია, დაიწყო საქმის წარმოება. მის დასრულებას 13 წელი დასჭირდა. ახალდაკომპლექტებულმა სასამართლო შემადგენლობამ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო და დადგინდა, რომ აღნიშნულმა პიროვნებამ ყოველგვარი ზეწოლისა თუ უკანონობის გარეშე თავად მიიღო გადაწყვეტილება და უარი თქვა კომპანიის წილზე”, – აცხადებს კომპანია “აკას” წარმომადგენელი, ადვოკატი ირაკლი ყანდაშვილი.

ცნობისთვის, აღნიშნული სამართალწარმოება ერთ-ერთ პირველ რეზონანსულ სამოქალაქო საქმეს წარმოადგენდა, რომელსაც დიდი საერთაშორისო გამოხმაურება ჰქონდა. შპს “აკა” მერსედეს-ბენცი საქართველოში გერმანული ავტოგიგანტის “დაიმლერის” ერთადერთი წარმომადგენლობაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები