LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერსედესი ერთადერთ სუპერქარს ყიდის, რომელიც არასოდეს გამოუყენებიათ

837

“მერსედესი“ ყიდის სუპერქარს, რომელსაც სარბოლო ტრასა არასდროს უნახავს. სპორტულ კუპეს, რომელსაც განსხვავებული დიზაინი და საკმაოდ გამორჩეული ვიზუალი აქვს – Sotheby’s აუქციონის სახლი გამოიტანს. Mercedes-AMG GT3 ერთადერთ ეკზემპლარად არსებობს და თავისი მთავარი დანიშნულებით ის არასდროს გამოუყენებიათ. ავტომობილის საწყისი ღირებულება 400-500 ათასი დოლარი იქნება და შემოსული თანხა მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდება. აღსანიშნავია, რომ კუპე AMG-ს 50 წლის იუბილის აღსანიშნავად შეიქმნა. სუპერქარს 6,3 ლიტრის მოცულობის ატმოსფერული V8 ძრავი აქვს და 650 ცხენის ძალის გამომუშავება შეუძლია. ზოგადად კი ჩვეულებრივი Mercedes AMG GT3-ის ძრავი 6 დონიანი გადაცემათა კოლოფითაა უზრუნველყოფილი და 550 ცხენიის ძალის განვითარება შეუძლია. გერმანულმა ავტომწარმოებელმა კუპეს აწყობა ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო და ამ დრომდე 106 მოდელის გამოშვება მოასწრო. ასევე საინტერესოა, რომ სუპერქარებმა მონაწილეობა 450 რბოლაში მიიღეს და 85 გამარჯვების მოპოვებაც მოახერხეს.

 

https://motor.ru/news/amggt3-17-08-2018.htm

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები