LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერსედეს ბენცი: გაყიდვების ლიდერი მსოფლიო მასშტაბით

222

2015 წლის ივლისში ”მერსედესი” მსოფლიო ბაზარზე პრემიუმ ავტომობილების გაყიდვების ლიდერი გახდა. მათ შეძლეს და უკან ჩამოიტოვეს თანამემამულე კომპანიები ”აუდი” და ”ბმვ”, რითაც ”გერმანულ სამეულშიც” დაწინაურდნენ. როგორც ექსპერტები ამბობენ, კომპანიის წარმატება განაპირობა იაპონიამ, სადაც ტრადიციულად დიდი მოთხოვნაა ”მერსედესის” C-Class-ის სედანებსა და ”Compact” მოდელებზე.

 

ივლისში ”მერსედესის” გლობალურმა გაყიდვებმა 149 753 ავტომობილს მიაღწია. რაც 15%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით. კომპანია ”ბმვ”-მ მხოლოდ 147 513 ავტომობილის გაყიდვა შეძლო, ხოლო ”აუდი” 146 000 რეალიზებული ავტომობილით, სამეულის ბოლო ადგილზე იმყოფება.

 

როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, მოთხოვნა ”მერსედესზე” უფრო და უფრო მოიმატებს. შესაბამისად არსებობს დიდი ეჭვი, რომ კომპანია კიდევ დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნებს ლიდერის პოზიციას მსოფლიო მასშტაბით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები