იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის, განცხადებით, მერობის რამდენიმე კანდიდატს საბუთებთან დაკავშირებით პრობლემა აქვს და, თუ დროულად არ მოაგვარებენ ამ პრობლემებს, ეს კანდიდატები ხმის მიცემას ვერ შეძლებენ.
„თუ მერობის კანდიდატებმა არ მოაწესრიგეს საკუთარი დოკუმენტები, აღმოჩნდება, რომ მივლენ არჩევნების დღეს უბანზე და საკუთარ თავს და პარტიას ვერ მისცემენ ხმას. ჩვენ მუდმივად გვესმის სამწუხარო სპეკულაცია, თითქოს, სტატისტიკის დეპარტამენტის მიხედვით, ქვეყანაში არის ნაკლები ამომრჩეველი და, რომ ჩვენი მონაცემებით და ცესკოს სიით არის უფრო მეტი და ეს არის პრობლემა. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, არცერთი წარმომადგენელი ამ ხელისუფლების და, მე მგონია, რომ საქართველოს არცერთი მომავალი მთავრობა, არ გააკეთებს იმას, რომ ჩვენი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ამომრჩეველი ამორიცხოს სამოქალაქო რეესტრის ბაზებიდან,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.