LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერობის კანდიდატებმა ჩავაბაროთ ნარკოტესტი, რომ საზოგადოებას ვაჩვენოთ, რამდენად სუფთები ვართ: კახა კალაძე

148
კახა კალაძე

გამოვდივარ ინიციატივით, მერობის კანდიდატებმა ჩავაბაროთ ნარკოტესტი, რომ საზოგადოებას ვაჩვენოთ, რამდენად სუფთები ვართ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თავად ნარკოტესტის ჩაბარებას ორშაბათს, 6 სექტემბერს აპირებს.

„ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით პროპაგანდა, რომ „ნარკოტიკი კლავს“ და „არა ნარკოტიკს“. უბრალოდ, რატომ არ არის ეს კანონში გათვალისწინებული, არ ვიცი. პარლამენტში, დეპუტატობის კანდიდატებს ამის აუცილებლობა აქვთ, რომ ნარკოლოგიურიდან წარმოადგინონ ცნობა. მერობის კანდიდატებს რატომ არ აქვთ, არ ვიცი. შესაბამისად, პირველი მე ვარ. გამოვდივარ ინიციატივით და ყველა კანდიდატს ვიწვევ, ჩავაბაროთ ნარკოტესტი, რომ საზოგადოებას ვაჩვენოთ, რამდენად სუფთები ვართ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები