LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერობაზე ვფიქრობ, თუმცა…- მიიღებს თუ არა ალეკო ელისაშვილი თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობას

97
ალეკო

თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობაზე ვფიქრობ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხზე მიღებული ჯერ არ მაქვს. – განაცხადა „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილის გადაცემაში „ნოესთან“ .

მისი თქმით, ამ თემაზე მარტივად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.

„ჯერ ზუსტად არ ვარ ჩამოყალიბებული. იყო დრო, როდესაც მარტო ვიღებდი გადაწყვეტილებებს, ახლა უკვე მარტო არ ვიღებ გადაწყვეტილებებს, უკვე პარტია გვაქვს. ახალფეხადგმული კი არის ჩვენი პარტია, პირველ არჩევნებში ვმონაწილეობდით. მაგრამ ვფიქრობ, კი. ჯერ არ ვიცი ზუსტად. ან კი, ან არა, იმიტომ რომ პარლამენტშიც ცოტა საქმეს არ ვარ შეჭიდებული.

ვნახოთ რა იქნება. პასუხისმგებლობით ვუყურებ და ვფიქრობ. ჯერ არ ვიცი“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილი  ერთხელ უკვე იყო მერობის კანდიდატი, 2017 წელს, თუმცა მაშინ დედაქალაქის ამჟამინდელ მერთან დამარცხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები