Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
მერისის ხეობას ტურისტები ფოლკლორის შესასწავლად სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრობენ – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერისის ხეობას ტურისტები ფოლკლორის შესასწავლად სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრობენ

117

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო აგრძელებს მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციას. ამჯერად, სააგენტოს ორგანიზებით გიდებმა ქედაში მერისის ტურისტულ მარშუტზე იმოგზაურეს.  ინფოტურის მონაწილეებმა ყველა ის ტურისტული ღირსშესანიშნაობა, საოჯახო-სასტუმრო სახლი და ტურისტული სერვისი მოინახულეს, რისი ნახვაც ტურისტებს მერისში მოგზაურობისას შეუძლიათ.

ულამაზესი მერისის ხეობა  ბათუმიდან 50 კილომეტრში მდებარეობს და ის იდეალური ადგილია ბუნებაში დასვენების, აჭარული სოფლების, ტრადიციების გაცნობისა და ადგილობრივი კერძების დაგემოვნების მსურველთათვის. გამორჩეულია მერისული ფოლკლორიც, რომლის მოსასმენად და შესასწავლადაც სოფელს ტურისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუმრობენ. ამ მხრივ აღსაღნიშნავია თურმანიძეების საოჯახო-სასტუმრო სახლი სოფელ გარე ტყეში, სადაც სიმღერის ნიჭი და სიმღერები თაობებს გადაეცემა. ტურისტების ყურადღებას იპყრობს მერისის სიმწვანეში ჩაფლული ულამაზესი ჩანჩქერი და საპიკნიკე ტერიტორია, რომლებიც ხეობის მთავარ ღირსშესანიშნაობებს წარმოადგენენ.

მერისის ტურისტული მარშრუტი მარკირებულია. დაბეჭდილია მარშრუტის ტურისტული რუკაც, რაც ტურისტებს ხეობაში მოგზაურობას უმარტივებთ. მთიან აჭარაში მერისის მსგავსად 15-მდე ტურისტული მარშრუტია მარკირებული, რომელთა განვითარებაც ეტაპოპრივად მიმდინარეობს. მათი პოპულარიზაციის მიზნით მიმდინარე წელს ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ 200-ზე მეტ გიდსა და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელს გააცნო მთიანი აჭარა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები