LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერის თანამდებობაზე არა მარტო უდუმაშვილს, არამედ ოპოზიციის არც ერთ კანდიდატს შანსი არ აქვს – კობახიძე

72

ოპოზიციამ ვინც არ უნდა დააყენოს მერობის კანდიდატად, „ქართული ოცნების“ კანდიდატს კონკურენტი ვერ ეყოლება, ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომრემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ თბილისის მერის პოსტზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“, შესაძლოა, ჟურნალისტი ზაალ უდუმაშვილი დაასახელოს.

“ეს საუბრები, ალბათ, მიუთითებს იმაზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ თვითონ ეშინია თავიანთი „ბრენდის“, თუკი ისინი აპირებენ, რომ კანდიდატად წამოაყენონ ზაალ უდუმაშვილის კანდიდატურა. რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, ჩვენ დავასახელებთ კანდიდატს მას შემდეგ, რაც პოლიტსაბჭოს მიერ მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება. პროგრამა მინიმუმი გვაქვს პირველ ტურში გამარჯვება – თუ ჩვენი კანდიდატი იქნება კახი კალაძე, ეს პროგრამა მინიმუმი იქნება უპირობოდ შესრულებული”, -განაცხადა კობახიძემ.