LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერილ სტრიპისა და ენ ჰეთეუეის ემოციური შეხვედრა „ეშმაკს აცვია პრადას“ გამოსვლიდან 17 წლის შემდეგ

233
მერილ-სტრიპი

დევიდ ფრანკელის ლეგენდარული ფილმის „ეშმაკს აცვია პრადას“ გამოსვლიდან 17 წელი გავიდა. ამდენად ძალიან ემოციური გამოდგა მერილ სტრიპისა და ენ ჰეთეუეის შეხვედრა „არმანის“ მოდის ჩვენებაზე, რომელიც მოდის კვირეულის ფარგლებში შედგა.

2006 წელს გამოსულ ფილმში მერილ სტრიპი ცნობილი მოდური ჟურნალის რედაქტორის, მირანდა პრისტლის როლს ასრულებს, ენ ჰეთეუეი კი, მის ახალბედა თანაშემწის როლში გვევლინება, რომელსაც გავლენიანი უფროსისგან ბევრი დამცირების ატანა უწევს. ფილმის გამოსვლის შემდეგ, მსახიობები ძალიან დაახლოვდნენ. მათი ემოციური შეხვედრა „არმანის“ ჩვენებაზე ფოტოგრაფებმა დააფიქსირეს.

მერილ სტრიპი სერიალის „მხოლოდ შენობაში მომხდარი მკვლელობები“ ახალ სეზონს უერთდება

პრინცესა ირჩევს „გუჩის“ – ენ ჰეთეუეი ლოს-ანჯელესის აეროპორტში გამოჩნდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები