სასიხარულო ინფორმაცია მათთვის, ვინც „ჰულუს“ პოპულარულ სერიალს „მხოლოდ შენობაში მომხდარი მკვლელობები“ უყურებს. შოუს მესამე სეზონს მერილ სტრიპი უერთდება.
ამის შესახებ ინფორმაციას სელენა გომესმა „ინსტაგრამის“ საშუალებით გაავრცელა. შავ-თეთრი ფოტო მუშაობის პროცესშია გადაღებული. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუ ვის როლს შეასრულებს ლეგენდარული მსახიობი, თუმცა სტრიპთან ერთად შოუ ბევრად უფრო საინტერესო და რეიტინგული გახდება.
ცნობისთვის, შოუში სელენა გომესი, სტივ მარტინი, მარტინ შორთი და სხვა ვარსკვლავები მონაწილეობენ. ახალი სეზონის გამოსვლის თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.
„კიმ კარდაშიანი უფრო ღირებულ პროდუქტს ქმნის, ვიდრე მერილ სტრიპი“ – შარლიზ ტერონი
ლეონარდო დიკაპრიო შიშველი მერილ სტრიპის ხილვით უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა