მსახიობი მერილ სტრიპი, რომელმაც კინომსახიობთა დაჯილდოების გილდიაზე რაიან გოსლინგს ბაფთა შეუსწორა, ჰოლივუდის ყველაზე „ცხელი“ სტილისტი შეარქვეს.
კინომსახიობთა გილდიის მსვლელობის დროს, სტრიპმა გადაწყვიტა გოსლინგს პირადად დახმარებოდა. კადრი კი, ბუნებრივია კამერების ობიექტივში მოხვდა და მაყურებლების ყურადღება მიიპყრო.
„როდესაც მერილ სტრიპი ბაფთას გისწორებთ, იცოდეთ, რომ წარმატებას უკვე მიაღწიეთ“, – იხუმრა რამდენიმე ცნობილმა გამოცემამ.