მერილ სტრიპი გასული წლის ყველაზე პოპულარული სერიალის, „დიდი პატარა ტყუილების“ მეორე სეზონში გამოჩნდება. ამის შესახებ გამოცემა Variety წერს. სტრიპი სერიალში მოკლული მოძალადის, პერის დედის როლში მოგვევლინება, რომლის როლსაც ალექსანდ სკარსგარდი ასრულებდა. ამ უკანასკნელმა აღნიშნული როლისთვის „ოქროს გლობუსის“, „ემმისა“ და კრიტიკოსთა გილდიის მთავარი პრიზები მიიღო. სიუჟეტის თანახმად, მოკლული გმირის დედა მონტერეიში ჩადის, რათა მკვლელობის დეტალები გაარკვიოს.
შეგახსენებთ, რომ პოპულარული სერიალის გაგრძელების შესახებ დეკემბერში გახდა ცნობილი. „დიდი პატარა ტყუილების“ მეორე სეზონში კვლავ ვიხილავთ ნიკოლ კიდმანსა და რიზ უიზერსფუნს. სერიალის პირველი სეზონი ლაიან მორიარტის ნოველაზეა დაფუძნებული, მეორე სეზონის სიუჟეტის სცენარს კვლავ მორიარტი დაწერს.
შეგახსენებთ, რომ მინი-სერიალმა „ემმის“ 8 ნომინაცია მიოპოვა. რაც შეეხება მერილ სტრიპს, მან წელს „ოსკარის“21-ე ნომინაცია მიიღო.