LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერია “სითი პარკს” 25 მილიონ ლარს არ გადაუხდის – რატომ შეწყვიტა კომპანიამ დავა

131
მერია

კომპანია, რომელიც მერიისგან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას ანუ 25 მილიონი ლარის გადახდას ითხოვდა და საარბიტრაჟო სასამართლოში ჩივილს აპირებდა, მოულოდნელად გადაწყვეტილება შეცვალა. “სითი პარკმა” უკან გაიხმო სასამართლოში წარდგენილი საჩივარი და უარი განაცხადა საარბიტრაჟო დავაზე.

მერია ავრცელებს განცხადებას, სადაც წერია, რომ შეთანხმების თანახმად, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, პარკირების სისტემის მართვიდან მიღებული შემოსავლებიდან, კომპანია „სითი პარკს“ გადაუხადა ოთხი მილიონ სამასი ათასი (4 300 000) აშშ დოლარი, რის სანაცვლოდაც მიიღო კომპანია „სითი პარკის“ კუთვნილი მატერიალური აქტივები.

საათობრივი პარკირება "სითი პარკის" პროექტია - დავით მესხიშვილი "პარკირების გაძვირებაზე"

"არადა "სითი პარკს" შეძენილი ჰქონდა პარკომეტრები, ბარათები და სხვა საჭირო ატრიბუტიკა"

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ კომპანია „სითი პარკს“ 2007 წელს გაუფორმა ექსკლუზიური ხელშეკრულება, რომლის ვადაც 2025 წელს გადიოდა. ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში, მერიას „სითი პარკისთვის“ 25 მლნ ლარის გადახდის ვალდებულება ეკისრებოდა.

თბილისის მერიის ახალმა მენეჯმენტმა 2018 წლის 10 აპრილს კომპანია „სითი პარკს“ ხელშეკრულება შეუწყვიტა, რისი მიზეზიც გახდა კომპანიის მხრიდან ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. ამის შემდეგ „სითი პარკმა“ წამოიწყო სამართლებრივი დავა ადგილობრივ სასამართლოში და საერთაშორისო არბიტრაჟში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანიასა და თბილისის მუნიციპალიტეტს შორის მიღწეული იქნა ოპტიმალური შეთანხმება“, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები