LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერია: შემოსავლების 100% ქალაქის მცხოვრებლების საჭიროებებზე დაიხარჯა

75

საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, მთავრობის წევრებს ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც მთავრობის სხდომაზე გაიოზ თალაკვაძემ განაცხადა, 2016 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულება იყო უპრეცენდეტოდ მაღალი, ფაქტობრივად მიღებული შემოსავლების 100% გაიხარჯა ქალაქის და მისი მცხოვრებლების საჭიროებებისადმი წინასწარ გამოცხადებული და დამტკიცებული პრიორიტეტების შესაბამისად.

საფინანსო სამსახურის უფროსის თქმით, 2017 წლის ბიუჯეტიც მსგავსი პრიორიტეტების მიხედვით დაიგეგმა და დამტკიცდა.

„წელს კიდევ უფრო გაძლიერდება მუშაობა პროგრამული ბიუჯეტის მიმართულებით. საქალაქო საფინანსო და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურები შეიმუშავებენ შემოსავლების და ხარჯების ოპტიმიზაციის დამატებით წინადადებებს, რომელთა ნაწილის ასახვაც მიმდინარე წელსვე იქნება შესაძლებელი. დანარჩენი კი სავარაუდოდ უკვე 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში იქნება გათვალისწინებული, რომლის მომზადებაშიც უპრეცენდეტოდ დიდი იქნება დედაქალაქის მოსახლეობის ჩართულობა OGP-ის პროექტის მხარდაჭერით“, – განაცხადა გაიოზ თალაკვაძემ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები