LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერია დამატებით ქუჩებს განსაზღვრავს, სადაც მიკროავტობუსები მხოლოდ მოსაცდელებთან გაჩერდებიან

gachereba

თბილისის მერია დამატებით ქუჩებს შეარჩევს, სადაც მიკროავტუბისები მხოლოდ მოსაცდელებთან გააჩერებენ.

როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საპილოტე პროექტმა, რომელიც 14 ქუჩას მოიცავდა, გაამართლა.

“მინდა ასევე შევეხო ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ეხება მიკროავტობუსებს. ჩვენ გასულ წელს დავიწყეთ საპილოტე პროექტი და შევარჩიეთ 14 ქუჩა, სადაც მიკროავტობუსებს ეკრძალებათ გაჩერება სხვადასხვა ადგილებში, მხოლოდ მოსაცდელებში აქვთ უფლება ჩამოსვან მგზავრი ან აიყვანონ.

ეს ყველაფერი გაკეთდა მოძრაობის უსაფრთხოების თვალსაზრისით და ქვეითების უსაფრთხოების მიზნით. მიხარია, რომ ამ საპილოტე პროექტმა ძალიან გაამართლა და კარგად იმუშავა. ამიტომ მინდა მაია ბითაძეს დავავალო, რომ დაიწყოს მუშაობა დამატებითი ქუჩების განსაზღვრაზე, სადაც მიკროავტობუსები მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერდებიან. ამავდროულად, მამუკა მუმლაძეს მინდა დავავალო, რომ სანამ ეს პროცესი იქნება და ქუჩების შერჩევა მოხდება, დაიწყოს ინფრასტრუქტურის მხრივ მომზადება და დამატებითი მოსაცდელების მოწყობა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები