YouTube-ზე, Mercedes-Benz-ის არხზე გაჩნდა რგოლი, სადაც ღია ყველგანმავალი, Mercedes-Maybach G650 Landaulet თოვლზე დრიფტაობს. ავტომობილში მარკის გამომცდელთან ერთად გერმანელი ტელეწამყვანები ჟან პიერ კრამერი და მატიას მალმედი იმყოფებოდნენ.
ღია ავტომობილი Mercedes-Benz G 500 4×4²-ის ბაზაზეა აწყობილი. ყველგანმავალი 630 ცხენის ძალიანი 6.0 ლიტრის მოცულობის ტვინ ტურბო ძრავით არის აღჭურვილი.
ყველგანმავალი მაიბახი შეზღუდული ტირაჟით 99 ერთეული ააწყო, მათგან ბოლო აუქციონიდან 1,2 მილიონ ევროდ გაიყიდა, დანარჩენები კი 630 000 ევრო ღირდა.