კომპანია Mercedes-Benz-მა S-Class-ის ოჯახის ახალ გამწევებზე სამუშაოები დააანონსა. ამ სერიის მორიგი ფლაგმანური მოდელი გაუმჯობესებულ ბენზინის რვა და ექვსცილინდრიან აგრეგატსა და კომპანიის ისტორიაში ყველაზე მძლავრ დიზელის გამწევს მიიღებს.
S-Class-ის გაძლიერებული აგრეგატები ძირითადად V8 ტიპის იქნება, ორი ტურბინით. გამწევები შესრულებული იქნება სუპერქარის Mercedes-AMG GT-სა და სუპერსედანის Mercedes-AMG E63-ის ტექნოლოგიით.
განახლებული Mercedes-Benz S-Class-ი 2017 წლის ზაფხულზე გამოჩნდება მსოფლიო ასპარეზზე. მანამდე კი ასევე ცნობილი გახდა სპეციალური სისტემა Drive Pilot, რომელიც E-Class-იდან იქნა S კლასში გადმოტანილი.