LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-მა ახალი კუპე-ქროსოვერი წარმოადგინა

29

გერმანული კომპანია Mercedes-Benz-ი შემდეგ წელს რამდენიმე ახალი მოდელის გამოშვებას გეგმავს. ერთ-ერთი მოდელი GLA-ის ბაზაზე აგებული კუპე-ქროსოვერი იქნება. ამის შესახებ ვკითხულობთ კონცერნ Daimler-ის შესახებ გაკეთებულ მოხსენებაში. სიახლეზე მუშაობას კომპანია 2016 წლის ბოლოდან დაიწყებს.

როგორც ჩანს, მოდელი GLA Coupe ყველაზე პატარა კუპე-ქროსოვერი იქნება. დეტალური ინფორმაცია ავტომობილის შესახებ ჯერ-ჯერობით არ არსებობს, თუმცა ცნობილია, რომ BMW უკვე გეგმავს ამ კლასში კონკურენტის აგებას, რომლის სახელიც X2 იქნება.

გერმანული ავტომწარმოებლების მიერ დაანონსებული ახალი მოდელები წარმოდგენილი იქნება 2017 წლის გაზაფხულზე.

Mercedes-ი არ აპირებს მხოლოდ კუპე-ქროსოვერზე შეჩერებას. ავტომწარმოებლის განცხადებით, ახალ სეზონზე E-Class-ის განახლებულ მოდიფიკაციასაც ვიხილავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები