კომპანია Mercedes-Benz-მა ახალი საგზაო ვერსიის, G-Class-ის სერიის წარმომადგენლის, ტესტირება დაიწყო.
თავდაპირველად პროტოტიპის ჯაშუშური ფოტოები გამომცემლობა Motor1-მა გაავრცელა.
მოდელის კოსნტრუქცია შესრულებული იქნება გაცილებით ხარისხიანი ალუმინით, რისი მეშვეობითაც ავტომობილის საგზაო ვერსია 200 კილოგრამით ნაკლები წონის იქნება.
ახალი მოდელის დეტალურ მახასიათებლებზე კი მხოლოდ ის ვიცით, რომ ავტომობილი აღჭურვილი იქნება ექვსცილინდრიანი, სამლიტრიანი ბენზინისა და დიზელის ძრავით, რომელიც 300-დან 360-მდე ცხენის ძალის სიმძლავრისაა. მოდელს ექნება ავტომატური გადაცემათა კოლოფი.
მერსედესის ახალი მოდელი მიიღებს მოდერნიზებულ დიზაინს, ოთხლიტრიან ბიტურბო, რვაცილინდრიან ძრავს, რომლითაც ამ ეტაპზე მხოლოდ G500 და ექსტრემალური მოდიკაცია G500 4×4²-ია აღჭურვილი.