ოთხკარიანის პროტოტიპი, რომელიც Mercedes-AMG-იმ სპეციალურად Porsche Panamera-ს კონკურენტად შექმნა, 2017 წელს გამოჩნდება. კონცეპტ-ქარის სახელია Vision-ი და მისი საჯარო პრემიერა კომპანიის 50 წლის იუბილეზე გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Autocar-ი აქვეყნებს.
არსებული მონაცემებით, გერმანული ბრენდის ფინალური მოდელის სახელწოდებაა Mercedes-AMG GT4. ,,ლამაზმანი’’ აგებული იქნება მოდერნიზებული მოდულურ შასიზე – MRA.
აღსანიშნავია, რომ Mercedes-AMG GT4 დაკომპლექტებულია 4 ლიტრიანი ტვინ-ტურბო გამწევით, რომელიც 8 ცილინდრიანია. აგრეგატის სიმძლავრე 600 ცხენის ძალის ერთეულითაა განსაზღვრული და ასევე 20 სიმძლავრის ელექტროძრავთან ერთად მუშაობს. რომელიც პერიოდულად იქნება გააქტიურებული, დამატებითი სიმძლავრის მისანიჭებლად.