LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-ი ელექტროქარებისთვის სუბბრენდს შექმნის

47

კომპანია Mercedes-Benz-ი ახალი სუბბრენდის შექმნას გეგმავს, რომელიც სამომავლოდ ელექტროქარების წარმოებაზე იქნება პასუხისმგებელი. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

გერმანული ბრენდის ოფიციალური განცხადების მიხედვით, ახალი სუბბრენდის წარმომადგენლობა ელექტროქარების ხაზის სერიულ სახელზე მუშაობს. როგორც მანამდე გახდა ცნობილი, კომპანია Mercedes-ი სპეციალური, ახალი პლათფორმის შექმნასაც გეგმავს, რომელიც თავდაპირველად მინიმუმ 4 მოდელს გააერთიანებს: 2 სედანსა და 2 ქროსოვერს.

არაოფიციალური ინფორმაციით, ახალი არქიტექტურის სახელი იქნება – EVA. მასში გაერთიანდება როგორც მოდულის ტიპის შასსი, ასევე სხვა მახასიათებლები, რომლებიც C-Class-სსა და S-Class-ს ჰქონდათ. გერმანელები აღნიშნულ პროექტში 2 მლრდ. დოლარის ინვესტიციას გეგმავენ.

პირველი პროტოტიპი 2016 წლის ოქტომბერს, პარიზის ავტოსალონში გამოჩნდება. როგორც ცნობილია, ეს იქნება საშუალო სიმძლავრის ქროსოვერი, სერიული ვერსიით Tesla Model X-ის მსგავსი. მოდელს, სრული დატენვის შემთხვევაში, 500 კმ-ის გავლა შეეძლება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები