LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-Benz-მა ტოტალური ელექტრიფიცირების გეგმის ჩავარდა აღიარა

Mercedes-Benz-მა აღიარა, რომ ტოტალური ელექტრიფიცირება ჩავარდა. კომპანიის ბოსი ინვესტორებს შეხვდა და განახლებული სტრატეგია გააცნო. ელექტროქარებზე გადასვლა მინიმუმ 5 წლით გადაიდება. Mercedes-Benz-ში აღნიშნავენ, რომ „ელემენტიან“ მოდელებზე მოთხოვნა იმაზე ბევრად დაბალია ვიდრე ელოდნენ, ამიტომ კომპანია შიდა წვის ძრავაზე უარის თქმას ცოტა ხნით გადაიფიქრებს.

Mercedes-Benz-ში ასევე აღნიშნეს, რომ მზად არიან სხვადასხვა გემოვნების კლიენტების მოთხოვნები დააკმაყოფილონ. რაც იმას ნიშნავს, რომ ტრადიციული აგრეგატის მქონე ავტომობილები მომავალ ათწლეულშიც არსად გაქრება. სწორედ ბენზინის მოდელებს შემოაქვთ ფული და შემოსავლის მთავარ წყაროდ რჩებიან.