კომპანია Mercedes-Benz-მა ახალი პროტოტიპის თიზერი გამოაქვეყნა, რომელმაც მიიღო სახელწოდება – Mercedes-AMG Concept. კონცეპტ-ქარის დებიუტი ჟენევის ავტოსალონში მარტის პირველ ნახევარში შედგება.
კონცეპტ-ქარი შესრულებული იქნება კუპე MG GT-ის სტილში, თუმცა კუპესგან განსხვავებით იგი 4 კარით იქნება წარმოდგენილი.
ახალი მოდელის სერიული ვერსია აღჭურვილი იქნება V8 ტიპის 4 ლიტრიანი გამწევით და იგი განკუთვნილი იქნება Porsche Panamera-ისთვის კონკურენციის გასაწევად.
გთავაზობთ ვიდეოს: