LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-Benz-მა ელექტროქარებისთვის შექმნილი სუბ-ბრენდი წარმოადგინა

22

Mercedes-Benz-ის სუბბრენდი, რომელიც გერმანული კომპანიის ელექტროქარების წარმოებისთვის შეიქმნა, ოფიციალურად გამოჩნდა ავტომოტივის მსოფლიო ასპარეზზე. გერმანული კომპანია დიდი ხნის მანძილზე ეძებდა შესაფერის სახელს და საავტორო სუბბრენდს – MEQ უწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტ-გამოცემა Auto Express ავრცელებს.

Mercedes-მა არამარტო ელექტროქარებისთვის განკუთვნილი სუბბრენდი წარმოადგინა, არამედ MEQ სახელწოდების ქვეშ მისი ელექტროქარების სერიული წარმოებაც გააერთიანა.

მოდელების სახელები კი შემდეგნაირად გამოიყურება – EQA, EQB, EQX. გარდა ამისა, გერმანულმა კომპანიამ სარეკლამო სლოგანიც დაარეგისტრირა, რომელიც შემდეგნაირად ჟღერს – ”EQ შიგნით’’ (EQ Inside), ’’EQ სისწრაფე’’ (EQ Boost) და ’’EQ-ს თაობა’’ (Generation MEQ).

ახალი სუბბრენდის სერიული მოდელები სავარაუდოდ 2019 წლის დასაწყისში გამოჩნდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები