LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-Benz-ის ახალი საახალწლო რგოლი: თოვლიანი პაემანი, თინეიჯერი ბიჭი და ავტომობილი

13

Mercedes-Benz-ის ახალი საახალწლო რგოლი ყველა ადამიანში არსებულ პატარა ბავშვს გააღვიძებს. არც თუ ისე ბევრი გზა არსებობს იმისთვის, რომ ადამიანებს ოთხბორბლიანი სისტემის დადებითი მახასიათებლები აჩვენო, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ზამთარი სულ ახლოსაა.

როგორც წესი, სარეკლამო სააგენტოების უმრავლესობა აქცენტს აგრესიულ მართვაზე, გზის რთული ნაწილების დაძლევაზე და თოვლისა და ქარბუქის მარტივად გადალახვაზე აკეთებს.

ემოციურ მხარეს კი მხოლოდ განსაკუთრებული კომპანიები ითვალისწინებენ. მაგალითად, ისეთი, როგორიცაა Mercedes-Benz. ბრენდის ახალი სარეკლამო რგოლი ”თოვლიან პაემანზე”, თინეიჯერ ბიჭზე და, რაღა თქმა უნდა, ავტომობილზეა.

ვიდეო მოგვითხრობს სიყვარულის ისტორიაზე, რომელიც შესაძლებელი სწორედ Mercedes-Benz-ის ახალი მოდელის დახმარებით გახდა.

https://www.youtube.com/watch?v=Z_lhA834sfM

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები