კომპანია Mercedes-Benz-ი სუპერქარის AMG GT R-ის ტირაჟის შემცირებას გეგმავს. გერმანული კომპანიის გადაწყვეტილებით, აღნიშნული მოდელის მაქსიმალური ტირაჟი 2000 ეგზემპლარით განისაზღვრება. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტ-გამოცემა Autocar-ი ავრცელებს.
მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილის გამოყენება ჩვეულებრივ გზებზეც ნებადართულია, კომპანიის გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, არ შეიცვლება.
Mercedes-AMG GT R ივნისის ბოლოს, დიდ ბრიტანეთში გუდვუდის ფესტივალზე გამოჩნდა.
კუპეს გააჩნია ოთხლიტრიანი, ბიტურბო ძრავი – V8. ძრავის სიმძლავრე კი 585 ცხენის ძალითა და 700 ნმ ბრუნის სისწრაფით განისაზღვრა. აგრეგატი შვიდსიჩქარიანი რობოტითაა აღჭურვილი.
მოდელი 100 კმ/სთ სიჩქარეს 3.6 წამში ანვითარებს. მაქსიმალური სიჩქარე კი 318 კმ/სთ-ია.
გარდა სწორად გათვლილი მახასიათებლებისა, გაუმჯობესებული იქნა სუპერქარის აეროდინამიკა.