LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-Benz GLC-ის ქროსოვერმა AMG მოდიფიკაცია მიიღო

13

გერმანულმა კომპანიამ – Mercedes-Benz-მა ქროსოვერის GLC Coupe-ის გაძლიერებული მოდიფიკაცია წარმოადგინა, რომელსაც კომპანიის წარმომადგენლობამ AMG GLC 43 Coupe უწოდა. მოდელის საჯარო პრემიერა პარიზის ავტოსალონში, ოქტომბრის თვეში შედგება.

Mercedes-AMG GLC 43 Coupe აღჭურვილი იქნება 3 ლიტრიანი ტვინ-ტურბო, ექვსცილინდრიანი ძრავით. აღნიშნული აგრეგატი კომპანიის ამავე სერიის სხვა მოდელებშიც იქნა გამოყენებული. ძრავის სიმძლავრე 367 ცხენის ძალით განისაზღვრა, რომელსაც 520 ნმ ბრუნის სიჩქარე აქვს. ავტომობილი აღჭურვილია ექვს სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით. მოდელი 100კმ/სთ სიჩქარეს 4.9 წამში ანვითარებს. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 250 კმ/სთ სიჩქარეს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები