LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-Benz გერმანიაში ყველა ავტო სალონს და შტაბ-ბინას ყიდის

117
mercedes-benz

Mercedes-Benz გერმანიაში ყველა ავტო სალონს ყიდის. გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, საქმე შეეხება 80-მდე ფილიალს რომელიც როგორც ქალაქებში ასევე სოფლებშია განთავსებული. Mercedes-Benz-მა დააზუსტა, რომ რეორგანიზაცია ფინანსურ პრობლემებს ნამდვილად არ ნიშნავს. ავტო სალონების დახურვა და პერსონალის შემცირება დაგეგმილი არ არის: სადილერო ცენტრების პოტენციური მყიდველები სამუშაო ადგილების შენარჩუნების გარანტია უნდა გახდნენ.

ბრენდი არ აპირებს, რომ ყველა ავტო სალონი ერთ კომპანიაზე გაასხვისოს. მყიდველის მიმართ მოთხოვნები საკმაოდ მკაცრია: ვაჭრობაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ფირმებს, რომლებიც მზად არიან ინვესტირებისთვის, არ აქვთ ეკონომიკური პრობლემები და პროფკავშირებთან ურთიერთობაც არ გაუჭირდებათ.

აღსანიშნავია, რომ Mercedes-Benz ფილიალებს პირველად არ ყიდის და გერმანული ბრენდი სადილერო ცენტრებისგან სხვა ქვეყნებშიც გათავისუფლდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები