LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-Benz E-Class-ისა და Peugeot 3008-ს ქრაშ ტესტები (ვიდეო)

49

ევროპულმა ორგანიზაციამ – Euro NCAP გამოაქვეყნა ორი მოდელის ქრაშ-ტესტის  რეზულტატები.

მე-5 თაობის სედანი Mercedes-Benz E-Class და მეორე თაობის კომპაქტური ქროსოვერი Peugeot 3008 სწორედ ის მოდელებია, რომელიც Euro NCAP-მა გატესტა. ორივე მოდელმა 5-დან ხუთი ვარსკვლავი მიიღო.

მგზავრის დაცულობა გერმანული ბრენდის E-Class-ის ,,ლამაზმანში’’ 100-დან 95%-ია. სედანმა ასევე კარგი შედეგები აჩვენა დარტყმის, შეჯახებისა თუ დეფორმაციის დროს.

რაც შეეხება Peugeot 3008-ს მოდელს, მგზავრის დაცულობის მხრივ, მოდელმა 100% დან 86 აიღო. ქროსოვერის ყველაზე დიდ სისუსტედ, მგზავრის მკერდის დაცულობა და ზედაპირის დეფორმაციისადმი არამდგრადობა დასახელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები