LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-Benz ახალი მძლავრი კუპეს პრეზენტაციისთვის ემზადება (ფოტო)

30

C-Class-ის კუპის ნაცვლად კომპანია Mercedes-Benz-მა განახლებული, მძლავრი აგრეგატის მქონე ავტომობილი წარადგინა. 18 დიუმიანი დისკები, სპორტული ტუჩი, ცხაური და ექსკლუზიური დიზაინი, ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომლითაც განახლებული AMG C43 სხვა მისი წინამორბედი მოდელებისაგან განსხვავდება.

სრულამძრავობიანი ავტომობილის სალონში განახლებული საჭის სამართავი სისტემაა დამონტაჟებული, სპორტული სავარძლები, უსაფრთხოების ღვედები და მოდერნიზებული სამართავი პანელი ახალ ავტომობილს ძალიან შთამბეჭდავს ხდის.

 

 

ახალი AMG C43-ის კაპოტქვეშ 3.0 ლიტრიანი V6, Twin-Turbo ტიპის ძრავია მოთავსებული, რომლის სიმძლავრეც 367 ცხენის ძალას, ხოლო მაქსიმალური ბრუნვის მომენტი 520 ნმ შეადგენს. ავტომობილი უახლესი სისტემის G-Tronic-ის ავტომატურ გადაცემათა კოლოფზე მუშაობს და ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარეს 4,7 წამში ანვითარებს. მაქსიმალური სიჩქრე კი 250კმ/სთ-ს შეაქდგენს.

ამასთანავე Mercedes-Benz AMG C43 4matic Coupe უახლესი სპორტული დაკიდების სისტემით AMG Ride Control-ით არის აღჭურვილი, რომელსაც 5 რეჟიმი აქვს: Comfort, Eco, Sport, Sport Plus, Individual.

ავტომობილის პრეზენტაცია მარტის დასაწყისში, ჟენევის ავტოშოუზე მოხდება. ახალი მოდელის ფასი, ჯერჯერობით უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები