კომპანია Mercedes-AMG და ამერიკული გემთმშენებელი კომპანია Cigarette სარბოლო კატერს აანონსებენ, რომელიც ჰიპერქარ Project One-ის სტილში იქნება შესრულებული. სიახლის დებიუტი, სახელწოდებით Cigarette Racing 515 Project One თებერვლის შუა რიცხვებში მაიამიში, იახტების გამოფენაზე შედგება.
სიახლეს ჰიპერქარის ფერებში შეღებავენ, კატერის კორპუსზე დატანილი გრაფიკა კი ავტომობილის აეროდინამიურ მოპირკეთებას გაიმეორებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ კატერის მართვით ისეთივე შეგრძნებებს მიიღებთ, რასაც ჰიპერქარ Project One-ის მართვისას. სხვა ინფორმაცია კატერის შესახებ არ არის.
Mercedes-AMG Proejct One-ის სახალხო დებიუტი გასული წლის სექტმბერში, ფრანქფურტში შედგა. ავტომობილის განსაკუთრებულობა – ფორმულას ბოლიდის Mercedes-AMG W06 Hybrid-ის ძრავია.
მისი სიმძლავრე 1000 ცხენის ძალაა. ნულიდან ორას კილომეტრამდე Mercedes-AMG Proejct One 6 წამზე ნაკლებ დროში სწრაფდება. მისი მაქსიმალური სიჩქარე 250 კილომეტრ/საათს აჭარბებს.