Mercedes-ი ახალ სუპერქარს გამოუშვებს, რომელსაც ბოლომდე ელექტრონული აღჭურვილობა ექნება. ,,ლამაზმანი’’ SLS AMG Electric Drive-ის იდეოლოგიური გამგრძელებელი გახდება. ამის შესახებ გამოცემა Drive-თან Mercedes-AMG-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ტობიას მოერსმა განაცხადა:
,,ჩვენ ჯერ-ჯერობით არ ვაპირებთ ელექტრონული მოდელის გამოშვებას, ყოველ შემთხვევაში 2020 წლამდე, თუმცა, დანამდვილებით შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ უახლოეს 5 წელში ნამდვილად იხილავთ ბოლომდე ელექტრონულ სუპერქარს. ის საფინალო მოდელი იქნება სერიისა – AMG, რომლის არსებობის ერაც თანდათან სრულდება.’’
აღსანიშნავია, რომ 2012 წელს კომპანია Mercedes-მა სუპერქარის – SLS AMG-ის ელექტრონული მოდიფიკაციის გამოშვება გადაწყვიტა. კუპე დაკომპლექტებული იყო 4 ცილინდრიანი ელექტრო აგრეგატით, რომლის სიმძლავრეც 751 ცხენის ძალის სიმძლავრით და 1000 ნმ-ის ბრუნის სისწრაფით განისაზღვრა.
SLS AMG Electric Drive-ს შეეძლო 3.9 წამში 100 კმ/სთ სიჩქარის განვითარება, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ იყო განსაზღვრული. დამატებით მოყვებოდა ლი-აიონ ბატარეები, 60 კვ/სთ სიმძლავრით, რომელსაც დამატებით 250 კმ-ის გავლა შეეძლო.
სექტემბრის ბოლოს კომპანია Mercedes-Benz-მა ასევე წარმოადგინა ჰიბრიდული ჰიპერქარი, რომელიც Formula-1-ის ტექნოლოგიას იყენებს. მოდელი აღჭურვილი იყო 1.6 ლიტრიანი 900 სიმძლავრის ბიტურბო გამწევითა და ასევე ორი დამატებითი ელექტრონული აგრეგატით.
რაც შეეხება ტობიას მოერსის მიერ აღნიშნულ ჰიპერქარს, რომელიც შეზღუდული ტირაჟით გამოვა, ,,ლამაზმანი’’ 2 მლნ. ევრომდე ეღირება.