LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-AMG და Porsche ერთმანეთს სარბოლო ტრასაზე შეეჯიბრნენ (ვიდეო)

39

„ცხელ-ცხელი“ უნივერსალები – Mercedes-AMG და Porsche ერთმანეთს სარბოლო ტრასაზე შეეჯიბრნენ. Porsche Panamera Turbo Sport Turismo და Mercedes-AMG E 63 S ერთმანეთს ორ დისტანციაზე – 402 მეტრსა და 804 მეტრზე დაუდგნენ. რბოლის ამსახველი ვიდეო გამოცემა Auto Express-მა ოფიციალურ Youtube-არხზე გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ „მერსედესი“ 4 ლიტრიანი ბი-ტურბო V8 ძრავითაა აღჭურვილი და 612 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. რაც შეეხება Porsche-ს – მასაც V8 ძრავი აქვს და 550 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. შეგახსენებთ, რომ 2017 წელს ბრიტანულმა გამოცემა „CarWow“-მ ერთმანეთს უნივერსალი Mercedes-AMG E 63 S და Dacia Logan MCV შეაჯიბრა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები