LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაიას ყოფილი ბოიფრენდი ენატრება

34

მერაია ქერისა და ბრაიან ტანაკას დაშორებიდან ერთ თვეში, 47 წლის მომღერალმა ყოფილ ბოიფრენდთან ერთად გადაღებული ფოტო გააზიარა. მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთობის დასრულების ინიციატორი ცნობილი ვარსკვლავი გახდა, როგორც ჩანს, მან ის ბოლომდე ვერ დაივიწყა.

ცნობილი ხდება, რომ დაშორების მიზეზად ტანაკას გაუთავებელი ეჭვიანობა გახდა, რომელსაც განსაკუთრებით მომღერლის ყოფილი ქმარი და ბავშვების მამა, ნიკ ქენონი აღიზიანებდა.

Entertainment Tonight-თვის მიცემულ ინტერვიუში ქერიმ განაცხადა, რომ ის და ნიკი მხოლოდ ბავშვების გამო კონტაქტობენ. რაც შეეხება ქენონს, ის ყველა ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ყოფილი მეუღლე ძალიან უყვარს და მერაია ყოველთვის მისი ოცნების ქალი იქნება. ფოტო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები