LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაია ქერის All I Want for Christmas Is You ყველაზე გამაღიზიანებელი საახალწლო სიმღერების სიაში ლიდერობს

353
MAIN-Mariah-Carey

წინასაახალწლო პერიოდში თემატურ კომპოზიციებზე მოთხოვნა ერთიორად იზრდება. უამრავი ადამიანისთვის შობა-ახალი წლის პერიოდი თავის საყვარელ კომპოზიციასთან ასოცირდება, თუმცა, ერთი შეხედვით, ყველაზე საყვარელი საახალწლო კომპოზიცია, დროთა განმავლობაში ყველაზე გამაღიზიანებლადაც შეიძლება გადაიქცეს.

კომპანიამ Huawei გამოკითხვა ჩაატარა და ყველა დროის ათი ყველაზე გამაღიზიანებელი საახალწლო სიმღერა დაასახელა.

ათეულის სათავეში მერაია ქერის  კომპოზიცია All I Want for Christmas Is You მოექცა, როგორც გამოკითხვიდან ვიგებთ, სწორედ აღნიშნული კომპოზიციაა საზოგადოებისთვის ყველაზე გამაღიზიანებელი. აღსანიშნავია, რომ სულ ცოტა ხნის წინ, ინგლისის რამდენიმე მაღაზიამ აღნიშნული კომპოზიცია საახალწლო ფლეილისტიდან საერთოდ ამოიღო.

„ფორტუნა პლუსი“ ყველა დროის ყველაზე გამაღიზიანებელი საახალწლო სიმღერების ტოპ-10 გთავაზობთ:

10. Andrews Sisters – Jingle Bells 

9. Eartha Kitt – Santa Baby 

8. Jackson 5 -Santa Claus Is Comin’ To Town

7.Tom Jones Featuring Cerys Matthews – Baby It’s Cold Outside

6.The Pogues Featuring Kirsty MacColl – Fairytale Of New York

5. Wham! – Last Christmas

4.Slade – Merry Christmas Everybody 

https://www.youtube.com/watch?v=BpfHSqLXePI

3.Wizzard – I Wish It Could Be Christmas Everyday 

2.  Band Aid – Do they Know it’s Christmas 

1.Mariah Carey – All I Want For Christmas Is You

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები