LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაია ქერის ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემები აქვს

141

მერაია ქერისა და ჯეიმს პეკერის ქორწილი ამ ზაფხულს არის დაგეგმილი, თუმცა კონკრეტული თარიღი ჯერ არავინ იცის, რადგან მერაია ყოფილ ქმარს, ნიკ ქენონს ჯერ ოფიციალურად არ გაშორებია. ბიუროკრატიული პრობლემები, ქონების გაყოფა და ბავშვებზე მეურვეობა დროში ისე გაიწელა, რომ მერაია და ნიკი ჯერ კიდევ ოფიციალურ ცოლ-ქმრად რჩებიან.

მომღერლისთვის ეს ნამდვილი წამებაა, ამიტომ პრობლემების დაძლევას ალკოჰოლით ცდილობს. ჟურნალისტების წყაროები ამტკიცებენ, რომ რამდენიმე კვირის მანძილზე მერაია ძალიან ხშირად სვამს, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს პეკერისა და მის ურთიერთობაზე. ბოლოს მომღერალი პაპარაცებმა ერთ-ერთ რესტორანთან დააფიქსირეს, ლოს-ანჯელესში. ქერის „შანელის“ კაბა ეცვა, ბრილიანტის კოლიე, ბეჭედი და სამაჯური ეკეთა. მომღერალი ნასვამი იყო, ხმამაღლა იცინოდა და ასისტენტს რამდენჯერმე ხელის შეშველებაც დასჭირდა, რომ მერაია არ დაცემულიყო.

3e54ab2e57a4d2413bc504c51b58d1ef_fitted_740x700-620x637

b944eab4779dd02b9a78394b8993a1f4_fitted_740x700

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები