LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაია ქერიმ, ყოფილი ბოიფრენდი, რომელიც მასთან 17 წელი მუშაობდა, ანსამბლიდან დაითხოვა

167
მერაია-ქერი

ცოტა ხნის წინ, დადასტურდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 54 წლის მერაია ქერი და მისი 40 წლის ბოიფრენდი, ბრაიან ტანაკა ერთმანეთს დაშორდნენ. ინფორმაცია მათი დაშორების შესახებ ჯერ კიდევ მაშინ გაჩნდა, როცა ბრაიან ტანაკამ მერაიას ბოლო ტურნე გამოტოვა. დაშორების პარალელურად გაირკვა, რომ მერაიამ ტანაკა თავისი გუნდიდან დაითხოვა და ის მის შოუზე აღარ გამოვა.

ბრაიან ტანაკა მერაია ქერისა გუნდში 2006 წლიდან მუშაობდა, თავდაპირველად ის სარეზერვო მოცეკვავე იყო. წყვილს შორის ყველაფერი 2016 წელს დაიწყო და ამ დრომდე გაგრძელდა. ტანაკა ხშირად ჩნდებოდა მერაიას შვილების გარემოცვაში, მათ შორის, საოჯახო დღესასწაულებზე.

მერაია ქერი, 7 წლიანი რომანის შემდეგ, ბრაიან ტანაკას დაშორდა

სექსუალური ბოდე და ტყავის შარვალი – 52 წლის მერაია ქერი 13 წლით უმცროს ბოიფრენდთან ერთად რომანტიკულ პაემანზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები