LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაია ქერიმ ყოფილ მეუღლესთან ივახშმა

85

ბრაიან ტანაკასთან დაშორების შემდეგ, მერაია ქერის სულ უფრო ხშირად ხედავენ თავისი ყოფილი მეუღლისა და შვილების მამის, ნიკ კენონის საზოგადოებაში. მიუხედავად ოფიციალური განქორწინებისა, წყვილი ყველა დღესასწაულს ერთად ატარებდა, რათა შვილებისთვის ეს დღე დაუვიწყარი ყოფილიყო.

გასულ უქმეებზე მერაია და ნიკი პაპარაცებმა პაემანზე შენიშნეს. თვითმხილველების თქმით, ისინი ბევრს საუბრობდნენ და ფლირტაობდნენ. წყვილის თაყვანისმცემლები მოელიან, რომ  მათი ოჯახი აუცილებლად აღდგება, მიუხედავად იმისა, რომ ყოფილმა მეგობარმა გოგომ, ბრიტანი ბელმა მას თებერვალში გოგონა გაუჩინა.

ინფორმაციას არცერთი მხარე არ ადასტურებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები