მერაია ქერიმ 22 კილო დაიკლო. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში არაერთხელ გაჩნდა, თუმცა მომღერლის ბოლოდროინდელმა გამოსვლებმა ეს ფაქტი დაადასტურა.
ამჯერად „გრემის“ მფლობელი მუსიკოსი iHeartRadio-ს ფესტივალზე გამოჩნდა. მერაია ბრწყინავდა Bryan Hearns-ის სექსუალურ ვერცხლისფერ მინი-კაბაში. 49 წლის მომღერალი დიდხანს პოზირებდა ფოტოგრაფებთან, მოგვიანებით კი მან სცენაზე თავისი პოპულარული ჰიტები შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ მუსიკოსი ამჯერად თავის მოცეკვავეს, ბრაიან ტანკას ხვდება, რომელიც მასზე საგრძნობლად პატარაა.