როგორც ცნობილია, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპბა „ტიკ-ტოკის“ დახურვა მოინდომა. ამის შემდეგ ვარსკლავები სულ უფრო და უფრო მეტ ინტერესს იჩენენ აღნიშნული პლათფორმის მიმართ. „ტიკ-ტოკის“ მრავალრიცხოვან არმიას 50 წლის პოპ-ვარსკვლავი, მერაია ქერიც შეუერთდა.
ვარსკვლავმა ვიდეო გაავრცელა, რომელშიც 90-იანი წლების ჰიტის Make it Happen ფონზე, სასტუმრო ოთახში ენერგიულად ცეკვავს. მომღერალს შავი, გრძელი ღამის პერანგი და ცისფერი მომსასხამი აცვია. მერაია ოთახიდან ოთახში ფეხშიშველი დარბის და უცნაურ მოძრაობებს აკეთებს.