მერაია ქერი რამდენიმე დღის წინ დაშორდა საქმროს, მილიარდელ ჯეიმს პაკერს და მედია უკვე ახალ რომანზე ალაპარაკდა. ცოტა ხნის წინ ტაბლოიდები წერდნენ, რომ მერაიამ პაკერს, ჯერ კიდევ ერთად ყოფნის დროს, თავის მოცეკვავესთან, ბრაიან ტანაკასთან უღალატა. ამჯერად კი წყვილი ერთად გადაიღეს რომანტიკულ ვახშამზე რესტორანში, სადაც ისინი არაჩვეულებრივად ატარებდნენ დროს. ცოტა ხნის წინ ტანაკა და ქერი ქალიშვილთან ერთად კალიფორნიაში, გოლფის მოედანზეც გამოჩნდნენ.
რაც შეეხება ბრაიან ტანაკას, ის 33 წლისაა და უკვე წლებია მერაია ქერისთან მოცეკვავედ მუშაობს. ცნობილია ისიც, რომ ჯეიმს პაკერი მერაიასთან ურთიერთობის განმავლობაში ხშირად ეჭვიანობდა მოცეკვავეზე.