LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მერაბიშვილს უფრო მეტი ლიდერული თვისებები აღმოაჩნდა, ვიდრე სააკაშვილს” – არჩილ თალაკვაძე

176
არჩილ თალაკვაძე

მერაბიშვილს უფრო მეტი ლიდერული თვისებები აღმოაჩნდა, ვიდრე სააკაშვილს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, ლიდერები ქვეყანაში ასე არ ბრუნდებიან და როგორც ის [სააკაშვილი] იქცევა პატიმრობაში, ასე არ იქცევიან.

„ოჯახი ხედავს, რომ სააკაშვილის მემკვიდრეობის გადანაწილება მიმდინარეობს კლანებს შორის. მიმდინარეობს პარტიის გადანაწილების პროცესი, ეს არის სააკაშვილის ელექტორატი, რომელიც ჯერ კიდევ რჩება, ვინ წაიღებს ამ ელექტორატს. ეს არის შავი ფული, რომელიც თვითონ განაცხადეს და გავიგეთ ის, რასაც ვეჭვობდით, რომ შავი ფულით ფინანსდება პარტია. მიდის ტელევიზიების გადანაწილების პროცესი და თანამდებობების გადანაწილების პროცესი. ეს არის, რასაც დღეს თვალს ვადევნებთ. ეს ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ სააკაშვილმა დაკარგა ლიდერობა. როგორც ის იქცევა საზღვარზე შემოსვლის დროს, ასე ლიდერები არ ბრუნდებიან ქვეყანაში და როგორც ის იქცევა პატიმრობაში, ასე არ იქცევიან ლიდერები. მერაბიშვილს აღმოაჩნდა უფრო მეტი ლიდერული თვისებები, ვიდრე სააკაშვილს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამავე თემაზე:

ანა დოლიძე მოუწოდებს ოპოზიციას, შექმნან საგამოძიებო კომისია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეისწავლის

იმედი მაქვს, პრეზიდენტი ამას არ გააკეთებს – კობახიძე სააკაშვილის შეწყალებაზე

“მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანაზე უარის შემთხვევაში ვერაფერი ძველებურად ვეღარ დარჩება” – ნიკა მელია

ვიდეო: “თუ ნიკა მელიას არ აირჩევენ, პარტია დაიშლება” – ანზორ მელია

“გვავიწყდება მთავარი გამოწვევა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობა” – ნიკა მელია